კოფეინის საერთაშორისო ქსელმა Starbucks-მა iPhone-ს შალითა შექმნა, რომლის საშუალებითაც Starbucks-ში გაკეთებული შეკვეთების, გადახდაა შესაძლებელი.
როგორც Sostav-ი იტყობინება, iPhone-ს დამცავის შექმნაში Starbucks-ს პარტნიორობა იაპონურმა ბრენდმა Uniform Experiment-მა გაუწია, შესაბამისად სიახლე iPhone-ს ბრენდირებულ აქსესუარს წარმოადგენს. გადახდის განსახორციელებლად კი სმარტფონისათვის სულ რამდენიმე სიტყვის ”თქმაა” საჭირო. კაბურა ამ დროისათვის იაპონიის მხოლოდ 2 მაღაზიაში იყიდება და ის მხოლოდ iPhone 6-ზეა გათვლილი. როგორც უცხიური პრესა წერს, უნიკალური აქსესუარის რეალიზაცია მალე მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ Starbucks-ში გადახდების განხორციელება iPhone-ს მფლობელებისათვის, ჯერ კიდევ 2011 წელს იყო შესაძლებელი. ამისათვის კი საჭირო იყო თავად Starbucks-ის ბარათის ქონა და ასევე სმარტფონში სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვა.
ამ დროისათვის Starbucks-ი მსოფლიოს 64 ქვეყანაშია წარმოდგენილი და 20 ათასზე მეტ რესტორანს ფლობს.