ტურისტული პორტალი Tripadvisor-ი საქართველოდან ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს ასახელებს. როგორც საიტი იტყობინება, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენა საკმაოდ დაბალი ფასებითაა შესაძლებელი. აეროპორტიდან პირდაპირი ავიარეისი 34 ქალაქის მიმართულებით ხორციელდება.
Tripadvisor-ი წერს, რომ 2014 წლის მონაცემებით საქართველოდან ყველაზე პოპულარული მიმართულება თურქეთი, უფრო კონკრეტულად კი სტამბულია.
ზოგადად კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ასევე პოპულარულ მიმართულებით მიიჩნევა ფრენები ჰოლანდიის - ამსტერდამის, საფრანგეთის - პარიზის მიმართულებით. თბილისიდან ასევე პოპულარულია ფრენები დიდი ბრიტანეთის ცალკეული ქალაქების მიმართულებითაც.
აზიის მიმართულებით, თბილისიდან ყველაზე პოპულარული მიმართულებებია ჰონკონგი, ბანკოკი და ტაილანდი. თბილისიდან პოპულარილია ასევე ბუტანის მიმართულებაც.