იაპონიაში მსოფლიოში ყველაზე დიდი ქარის სადგური აშენდება. როგორც ირკვევა ქარის სადგური ფუკუსიმას სანაპიროდან 20 კმ-ში განთავსდება, რაც იმას ნიშნავს რომ ის განსაკუთრებული იქნება იმითაც, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი მოცურავე ქარის ელექტროსადგური იქნება.
პროექტს მთლიანად იაპონიის მთავრობა აფინანსებს. ირკვევა, რომ ქარის ელექტროსადგურის ტურბინის სიგრძე 105 მეტრი იქნება. პროექტის ავტორთა მტკიცებით ელექტროსადგური ცუნამსაც გაუძლებს.