კომპანია Lexus -მა მფრინავი სკეიბორდის პროტოტიპი წარმოადგინა. ჰოვერბორდი ბარსელონაში, ”ჰოვერ-პარკში” უკვე გამოსცადეს. ის პროფესიონალი სკეიბორდისტების მიერ იქნა გამოცდილი. ინტერნეტში ახალი სკეიბორდის შესახებ ვიდეორგოლიც გავრცელდა. სადაც ჩანს, რომ ცნობილი სკეიბორდისტი როს მაკგურანი და სხვა ადამიანები, როგორ დაფრინავენ დაფის საშუალებით, ხტებიან და სხვადასხვა ტრიუკებს აკეთებენ.
ვიდეოში კარგად ჩანს, თუ მაკგურანი როგორ ”გადააფრინდა” წლით სავსე აუზს. ამ დროისათვის ჰოვერბორდის მხოლოდ ერთი ეგზემპლარია გამოშვებული. ირკვევა, რომ კომპანია მის სერიულ წარმოებას არ გეგმავს.