ლარი აშშ დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა, ხოლო ევროსთან მიმართებაში გამყარდა.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 6 აგვისტოს ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი/ 2.2915 ლარია, ხოლო 1 ევრო/ 2.4886 ლარი.
შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებაში 0.0117 პუნქტით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან მიმართებაში 0.0137 პუნქტით გამყარდა.
5 აგვისტოს მდგომარეობით კი 1 დოლარი/ 2.2798 ლარი, ხოლო 1 ევრო/ 2.5023 ლარი ღირდა.