რაჭის ტურისტული პოტენციალის გასაცნობად სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებისათვის პრესტური გაიმართა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, "გაიცანი საქართველოს" კამპანიის ფარგლებში 22 ჟურნალისტი ნიკორწმინდას, ონს, შოვს, შარეულას კომპლექსს და სხვა ტურისულ ადგილებს ესტუმრა. მედიის წარმომადგენლებმა ბუგეულის ღვინის ქარხანა დაათვალიერეს, სოფელ მრავალძალში სალოცავი და ნიკორწმინდა მოინახულეს, ეწვივნენ ონის სინაგოგას, ესტუმრნენ “მხატვრის სახლს.” პრესტურის მესამე დღეს კი მედიის წარმომადგენელები ერთმანეთს ჯომადორბაში შეეჯიბნენ. ამბროლაურიდან შარეულამდე მონაწილეებმა ნავებით 25კმ გაცურეს.