აშშ-ს პატენტისა და სავაჭრო მარკების ბიურომ დააკმაყოფილა კომპანია Airbus-ის ავიამშენებლების განაცხადი, ჰიპერხმოვანი, რეაქტიული თვითმფრინავის შექმნის შესახებ, რომლის სიჩქარეც ხმის სიჩქარეს 4-ჯერ აღემატება.
არსებული მონაცემების მიხედვით, ახალ თვითმფრინავს ლონდონიდან ნიუ-იორში ჩასაფრებად 1 საათზე ნაკლები დასჭირდება. ამჟამად ფრენის დრო 7-8 საათს შეადგენს. ამავე ტიპის თვითმფრინავს პარიზი-სან-ფრანცისკო-ტოკიო-ლოს-ანჟელესის მარშრუტის დაფარვა 3 საათში შეეძლება.
ავიამშენებლები ვარაუდობენ, რომ მფრინავი აპარატის გამოყენება შესაძლებელი იქნება, როგორც სამოქალაქო ასევე სამხედრო სფეროში. სკეპტიკოსები აცხადებენ, რომ ჰიპერხმოვანი თვითმფრინავის შექმნა არარეალურია, თუმცა ცალკეული გამოგონებების გამოყენება Airbus-ის სხვადაახვა პროექტებში შესაძლებელი გახდება.