რუსეთში ეკონომიკის შემცირება და საგარეო ვალის გადახდის ვადები, მესამე კვარტალში რუბლის 10 %-ით გაუფასურებას გამოიწვევს, ამის შესახებ BNP Paribas SA -ს ანალიტიკოსი პიერ ხვეიჩაკი აცხადებს.
რუსეთის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, მესამე კვარტალში ქვეყნის ბანკებსა და კომპანიებს, 32 მლრდ დოლარის გადახდა მოუწევთ, რაც მეორე კვარტლის მაჩვენებლებს საგრძნობლად აღემატება.
თანხების გადინება ძირითადად სექტემბერში მოხდება, რაც რუბლზე მაქსიმალურ გავლენას იქონიებს. ამ პერიოდისათვის რუსეთის ცენტრალური ბანკი საერთაშორისო რეზერვების შევსების მიზნით, დოლარისა და ევროს შესყიდვას განახორციელებს, რაც ასევე ნეგატიურ გავლენას მოახდენს რუსულ ვალუტაზე.
მესამე კვარტლის შედეგების მიხედვით, დოლართან მიმართებაში რუბლის კურსი სავარაუდოდ 60 რუბლი იქნება.