აჭარის 2015 წლის იანვარ-ივლისის ნაერთი ბიუჯეტის გეგმა 26 %-იანი გადაჭარბებით შესრულდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იანვარ-ივლისის ნაერთი ბიუჯეტის გეგმა 114 მლნ 486 ათას 400 ლარი იყო, თუმცა შესრულებამ 143 მლნ 828 ათას 300 ლარი, ანუ 125,6 %-ი შეადგინა.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, აჭარის იანვარ-ივლისი ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების მუხლი 123 %-ით, სხვა შემოსავლების მუხლი - 133,7 %-ით, ხოლო არაფინანსური აქტივების (კლება) მუხლი კი 140,1 %-ით შესრულდა.
რაც შეეხება აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულებას, შვიდი თვის მონაცემებით შესრულებულია 129,7 %-ით.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ იანვარ-ივლისის მონაცემებით ბათუმის თვითმმართველი ორგანოს ბიუჯეტი შესრულებულია 113,8 %-ით, ქობულეთის მუნიციპალური ბიუჯეტი შესრულდა 142,3 %-ით, შუახევის მუნიციპალური ბიუჯეტი 165,8 %-ით, ხულოს მუნიციპალური ბიუჯეტი - 188,6 %-ით, ხელვაჩაურის ბიუჯეტი 99,3 %-ით, ხოლო ქედის მუნიციპალური ბიუჯეტი მხოლოდ 47,3 %-ითაა შესრულებული.