ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ავიაკომპანია „ატლასგლობალს“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
როგორც სააგენტო ”ჯი-ეიჩ-ენს” ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განუცხადეს, შეხვედრა და საკითხის განხილვა ხვალ სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში გაიმართება.
თურქული ავიაკომპანია “ატლასჯეტი” ქართულ ავიაბაზარზე 2013 წელს შემოვიდა. 2015 წლიდან კი იგი საერთაშორისო ბაზარზე, ავიაკომპანია ”ატლასგლობალის” ბრენდის სახელით განაგრძობს ოპერირებას.