ბათუმში ჟილინის არხის რეკონსტრუქცია გრძელდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამუშაოები ბაგრატიონის და გენერალ აბაშიძის ქუჩების კვეთაში, ასევე, ინასარიძის ქუჩის გაგრძელებაზე მიმდინარეობს.
სამუშაოები უკვე დასრულდა გენერალ აბაშიძის ქუჩის შუა მონაკვეთში და ე.წ. აფხაზეთის უბნის ნაწილში. პირველ ეტაპზე შესრულებული სამუშაოების ხარისხის შემოწმების მიზნით ჩატარდა ექსპერტიზა და მოხდა სამუშაოების ჩაბარება. სამუშაოებს კომპანია ”მშენებელი 80“ ასრულებს. მხარეებს შორის შესაბამისი ხელშეკრულება 2015 წლის 30 მარტს გაფორმდა, რის საფუძველზეც არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება 6 მლნ 317 ათასი ლარია.