ბათუმში, მრავალსართულიანი კორპუსების ეზოებში ახალი ძელსკამების მონტაჟი მიმდინარეობს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, 160 სკამი ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ეზოებში ეტაპობრივად გადანაწილდება.
სკამები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია ,,ნომიგიამ“ დაამზადა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 44 ათასი ლარი დაიხარჯა.
როგორც მერიაში განმარტავენ, ქალაქში არსებული მრავალსართულიანი კორპუსების ეზოებში ახალი ძელსკამების განთავსება კვლავ გაგრძელდება. სკამების დამზადებაზე ტენდერს ა(ა)იპ ,,ბათუმის კორპუსი“ უახლოეს მომავალში კიდევ გამოცხადებს.