”რეალის” თავდამსხმელმა და პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების წევრმა ქრიშტიანუ რონალდუმ საბერძნეთის ერთ-ერთი კუნძული იყიდა, წერს Move Noticias-ი.
გამოცემის ინფორმაციით, რონალდუმ კუნძული თავისი აგენტისთვის ჟორჟე მენდეშისთვის შეიძინა, რომელიც დაქორწინა და ეს კუნძულიც სწორედ საქორწილო საჩუქარი იქნება.
თუმცა რა დაუჯდა რონალდუს საჩუქარი ან რომელი კუნძული შეიძინა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.