31 ივლისს, 11:00 საათზე, ვაჟა ფშაველას N 16-ში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ახალი ბენეფიციარი, შპს „ჰემოლაინი“ ახალ სამედიცინო ცენტრს ოფიციალურად გახსნის.
საწარმოს გახსნის ცერემონიას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები, ასევე კომპანიის უცხოელი პარტნიორები და ინვესტორები დაესწრებიან.