ავიაკომპანია Georgian Airlines თბილისსა და ბაღდადს შორის საჰაერო მიმოსვლას იწყებს. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, ავიაკომპანია ასევე ზრდის ფრენის სიხშირეებს თბილისიდან ერევნისა და ოდესის მიმართულებით.
სააგენტოში განმარტავენ, რომ ავიაკომპანია, ერევნის მიმართულებით, 1 აგვისტოდან სეზონის ბოლომდე, ფრენებს შეასრულებს კვირაში 8 სიხშირით ნაცვლად 4 სიხშირისა, ხოლო ოდესის მიმართულებით კი 8 აგვისტოდან ფრენები შესრულდება კვირაში 2 სიხშირით, ნაცვლად 1 სიხშირისა.
”ამასთან, ავიაკომპანია რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს თბილისიდან ბაღდადის მიმართულებით 8 აგვისტოდან კვირაში 1 სიხშრით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ უკვე გაიცა შესაბამისი ნებართვები”, აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.