ხვალ, 14:00 საათზე ი. ჭავჭავაძის გამზირი #2, რაგბის ეროვნული ნაკრების ფან შოპი იხსნება. ქომაგებისთვის განკუთვნილ მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება: ნაკრების მაისურები, ბურთები და სხვა ატრიბუტიკა, ეროვნული ნაკრების სიმბოლიკით.
გახსნაზე მოსულ პირველი ათ მყიდველს სასიამოვნო სიურპრიზი ელოდება.
გახსნას დაესწრებიან საქართველოს ნაკრების წამყვანი მოთამაშეები, რაგბის კავშირის და ვითიბი ბანკის ხელმძღვანელობა.
რაგბის ეროვნული ნაკრების ფან შოპი, ვითიბი ბანკის მხარდაჭერით იხსნება.