იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შვედეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად, ახალ პროექტის „მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში“ განხორციელებას იწყებს.
პროექტი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და შვედეთის მიწის რეგისტრაციის, კადასტრის, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის ეროვნულ სააგენტო ( Lantmateriet )შორის ინსტიტუციონალური თანამშრომლობის გაგრძელებასწარმოადგენს და მიზნად საჯარო რეესტრის ორგანიზაციულ განვითარებას ისახავს.
პროექტის ფარგლებში სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდება, მათ შორის, მიწისა და უძრავიქონების მართვა, სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება, გეოდეზია, კარტოგრაფია დადამისამართება, ინფორმაციის ხარისხი, სტატისტიკა და მასობრივი შეფასება, საინფორმაციო ტექნოლოგიებისგანვითარება, სოფლად სამისამართო სისტემის განხორციელება, მონაცემთა დამუშავება და ელექტრონულისააღრიცხვო ბარათების შექმნა.
"საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმატებულ საქმიანობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანესსაერთაშორისო დონორმა ორგანიზაციებმა, რომლებიც რეფორმების გატარების პროცესში აქტიურადმონაწილეობდნენ. ამ წლების განმავლობაში, მათი მხარდაჭერით, სააგენტოში არაერთი წარმატებული პროექტიგანხორციელდა. დღეს უკვე ბევრი დონორი იმ ქვეყნების წარმომადგენლებთან, სადაც მსგავს პროექტებს ახლაახორციელებს, მაგალითად სწორედ საქართველოს ასახელებს.
შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან საჯარო რეესტრს მრავალწლიანი თანამშრომლობააკავშირებს. ახალი პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოში მიწის საინფორმაციო სისტემისა დასერვისების სანდოობის გაზრდას, მომსახურების ხელმისაწვდომობას, მიწისა და უძრავი ქონების სექტორისგანვითარებას, რაც ეკონომიკური განვითარების საფუძველს წარმოადგენს. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანიაევროკავშირის დირექტივის - INSPIRE -ს განხორციელებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მიმართულებითაც.ვიმედოვნებ, ახალი პროექტი ჩვენი თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითი იქნება" - აღნიშნა საჯარორეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ.
პროექტის ბიუჯეტი 9 200 000 ლარია. პროექტი 2018 წლის ბოლოს დასრულდება.