ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Mitsubishi Motors-ი ოფიციალურად აცხადებს, რომ აშშ-ში პროდუქციის წარმოებას წყვეტს. როგორც უცხოური მედია წერს, Mitsubishi Motors-ი აშშ-ში საკუთარი საწარმოს გასხვისებასაც აპირებს. ამ დროისათვის აშშ-ში განთავსებული ავტოქაეხნის ღირებულება ცნობილი არ არის.
შეგახსენებთ, რომ Mitsubishi Motors-ი Mitsubishi Corp-ის შემადგენლობაში შედის, რომელიც 1954 წელს შეიქმნა. გარდა საავტომობილო წარმოებისა კორპორაცია აქტივებს ფლობს ენერგეტიკაში, მეტალურგიასა და სხვა მომიჯნავე სფეროებში. Mitsubishi Corp-ის შტაბბინა ტოკიოში მდებარეობს.