მეტროსადგურ უნივერსიტეტის მშენებლობა იწყება. როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, ახალი მეტროსადგური ხელს შეუწყობს ურბანული ტრანსოპრტის განვითარებასა და სატრანსპორტო მოძრაობის განტვირთვას. პროექტის ღირებულება 83 მილიონ ლარს შეადგენს. მშენებლობა 24 თვე გაგრძელდება. ახალი მეტრო სადგურის მშენებლობას ინფრასტრუქტურის სამინისტრო აზიის ბანკის დაფინანსებით განახორციელებს.