საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, ა.წ. აპრილ-ივნისში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით ქვეყანაში სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 4.5%-ით გაიზარდა და 133 205 ერთეული შეადგინა (25 905 პირველადი და 107 300 მეორადი ტრანზაქცია). 2015 წლის მე-ორე კვარტალში ტრანზაქციების მთლიან რაოდენობაში 19.4%-ს პირველადი, ხოლო 80.6%-ს მეორადი ტრანზაქციები შეადგენდნენ. დაახლოებით მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის მეორე კვარ-ტალშიც: 18.8% - პირველადი ტრანზაქციები და 81.2% - მეორადი ტრანზაქციები.
აშკარაა, რომ წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით პირველადი ტრანზაქციების რაოდენობა ა.წ. მე-ორე კვარტალში 8.2%-ით, ხოლო მეორადი ტრანზაქციების რაოდენობა - 3.7%-ით გაიზარდა. ზრდა და-ფიქსირდა წინა კვარტალთან შედარებით ტრანზაქციების რაოდენობაშიც: პირველადი ტრანზაქციების რაოდენობა 16.8%-ით, ხოლო მეორადი ტრანზაქციების რაოდენობა - 0.6%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდ-ში სარეგისტრაციო ტრანზაქციების მთლიანი რაოდენობა ა.წ. პირველ კვარტალთან შედარებით 3.4%-ით გაიზარდა.