ტარიფის გაზრდის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდია მხოლოდ სოციალურად დაუცველებს შეეხებათ., - ამის შესახებ განცხადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ სოციალურად დაუცველებს ტვირთი შეუმსუბუქოს.
,,დღეს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია, რომელიც არის დამოუკიდებელი ორგანო განიხილავს სამომხმარებლო ტარიფის კორექტირების საკითხს. გვესმის, რომ ეს გამოწვეულია იმ რეალობით, რომელიც რეგიონშია შექმნილი და მათ შორის ჩვენ ქვეყანაშიც. თუ ტარიფი დაკორექტირდება და აიწევს, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მოსახლეობას ტვირთი შეუმსუბუქოს და აუცილებლად იქნება სუბსიდირება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, ანუ მათვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება”, - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ ეს მთავრობა არის სოციალურად ორიენტირებული და ბოლო სამი წლის განმავლობაში მოსახლეობის სოციალურად დაცვისთვის ბევრი რამ გააკეთა.