ამერიკულმა Terrafugia-მ ვისკონსინში გამართულ ავიაგამოფენა EAA AirVenture-ზე მფრინავი ავტომობილის TF-X-ის განახლებული ვერსია წარადგინა. მფრინავ ავტომობილზე, რომელზეც კომპანია წლების განმავლობაში მუშაობდა, აშშ-ში სულ მალე გამოცდიან და დატესტავენ.
მფრინავი ავტომობილის ტექნოლოგიაზე მუშაობა Terrafugia-მ 2006 წლიდან დაიწყო და მაშინ კომპანია ვარაუდობდა, რომ მის გაყიდვას 2015 წლიდან დაიწყებდა. მაშინდელი გათვლებით ავტომობილის ღირებულება 280 ათასი დოლარი იქნებოდა. თუმცა დღეს უკვე ირკვევა, რომ ავტომობილის სრულყოფისათვის სამუშაო ბევრია და მისი ფასი, რომელიც გაყიდვაში რამდენიმე წლის შემდეგ ჩაეშვება, მინიმუმ 0,4 მლნ დოლარი იქნება.