ხვალ, 22 ივლისს, 15:00 საათზე „ვისოლი ჯგუფი” ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარე„დასვენებისა და მომსახურების კომპლექსში“ „ვენდისა“ და დანკინ დონატსის“ რესტორნებს ხსნის. ამერიკული რესტორნების ქსელების პირველი რეგიონალური ობიექტების საზეიმო პრეზენტაციას გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილიდაესწრება.
„ვისოლ ჯგუფის“„დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი“ მულტიფუნქციურია და რამოდენიმე მომსახურების ობიექტს მოიცავს. „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნების გარდა, რომელიც ხვალ გაიხსნება, ობიექტზე განთავსებულია „ვისოლის“ ავტო და გაზგასამართი სადგურები, „ვიანორის“ ავტომომსახურების ცენტრი, სუპერმარკეტი “სმარტი” პროდუქტების ფართო არჩევანით და “სმარტ კაფე” უგემრიელესი საკონდიტრო ნაწარმით. აქვე განთავსებულია სოფლის მეურნეობის პროდუქტების სავაჭრო კუთხეც. კომპლექსის ტერიტორიაზე გამოყოფილია სატვირთო მანქანების, ავტობუსებისა და მსუბუქი მანქანების პარკირების ზონაც.
„ვენდისა“ და დანკინ დონატსის“ ახალ ობიექტებზე „ვისოლ ჯგუფმა“ 50-მდე ადგილობრივი მოსახლე დაასაქმა და მომხმარებლებს საინტერესო აქციებიც შესთავაზა. თხილისყავას და „რინგდონატს“ „დანკინ დონატსის“სტუმრები მხოლოდ 3 ლარადმიიღებენხოლო„ვენდიში“ მისულ სტუმრებს „ბეკონატორისა“და„ჯუნიორბეკონატორის“კომბომხოლოდბურგერისფასად დახვდება. „ვენდი“ „დასვენეისა და მომსახურების კომპლექსში“ სათამაშო ზონითაცაა წარმოდგენილი.