მაჭახელაში ახალი სასტუმრო კომპლექსი გაიხსნა. სასტუმროს მშენებლობაზე კომპანია „მაჭახელა 25“ -მა 1 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.
სასტუმრო 20 ნომრიანია და მასში ფუნქციონირებს 2 ლუქს ნომერი, რესტორანი, საბილიარდე და 60 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი.
სასტუმრო-სარესტორნო კომპლექსში ამ დროისთვის 25 ადამიანია დასაქმებული.
ახალი სასტუმრო კომპლექსის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ დავით ბალაძე დაესწრნენ. მთავრობის წევრებს შპს „მაჭახელა 25“-ის დამფუძნებელმა ლევან მსხალაძემ ობიექტის დეტალები გააცნო. საზეიმო ცერემონიის შემდეგ მთავრობის წევრებმა სასტუმროსა და რესტორნის ინტერიერი დაათვალიერეს.
შენობის გვერდით 4 სასტუმროს ტიპის კოტეჯი მდებარეობს, რომელიც ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს მოემსახურება.