ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტებს აჭარაში და კონკრეტულად მაჭახელას ხეობაში მოგზაურობას ურჩევს, როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ, ხეობა მართლაც უნიკალურია და მისით ადგილობრივი ტურისტების დაინტერესება აუცილებლად უნდა გაიზარდოს.
მაჭახელას ხეობის პოპულარიზაციისათვის პროექტ ”გაიცანი საქართველოს” ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სპეციალურ მედიატურს უმასპინძლა. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე აცხადებს, მაჭახელას ხეობა უნიკალურია და ხეობისადმი ინტერესი უნდა გაიზარდოს.
”ადმინისტრაცია ახორციელებს შიდა ტურიზმის სტიმულირების კამოანიას ”გაიცანი საქართველო”. მაჭახელას ხეობა გამოირჩევა იმით, რომ ეს ხეობა ძალიან უნიკალურია თავისი ბუნებით, თავისი კულინარითა და ისტორიით. მეორეს მხრივ ის ძალიან ახლოსაა ბათუმთან ამიტომ ჩვენი მიზანია, რომ ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ იმოგზაუროს აჭარაში და მათ შორის მაჭახელას ხეობაში”- აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ.
ისტორიკოსი როინ მალაყმაძე კი ამბობს, რომ ხეობა გაწეული მარკეტინგული კამპანიის შედეგად თანდათან უფრო მიმზიდველი ხდება ტურისტისთვის, მით უმეტეს რომ ტურის შესაძლებლობა აქვს დღის პირველ ნახევარში დაისვენოს მთაში, ხოლო დღის მეორე ნახევარში კი ჩავიდეს ზღვაზე, მით უმეტეს, რომ მგზავრობის ღირებულება ბათუმიდან და პირიქით 2 ლარია და გადაადგილების პრობლემა არ არსებობს.
”მაღალმთიან აჭარაში ყველაზე უკეთა შემონახული ძველი ეთნოგრაფიული ყოფა, კულტურა, სტუმარ-მასპინძლობის სხვადასხვა წესები. მაჭახელი განსაკუთრებულია თავისი ისტორიული წარსულით და სწორედაც ეს ისტორიული წარსული განაპირობებს ტურიზმის განვითარებასა და მოგზაურობას აჭარაში. რამდენიმე წელია რაც მაჭახელი ეროვნულ პარკად გამოცხადდა და ამან განაპირობა ის, რომ ვიზიტორების შემოდინება გაიზარდა. მაჭახელში თითქმის ყოველდღიურად შენიშნავთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ მოგზაურს.
სსრკ-ს პერიოდში მაჭახლის ხეობა რადგანაც ის საზღვრისპირა რეგიონი იყო, მოწყვეტილი იყო გარესამყაროს. ის იყო ჩაკეტილი გარესამყაროსგან. სამი სასაზღვრო საგუშაგო უნდა გაგევლოთ და ტურისტს კი არა ნათესავსაც კი არ შეეძლო ხეობაში შემოღწევა ამის გამო ბოლო პერიოდში სხვადასხვა პიარ აქციებით დავიწყეთ ხეობის პოპულარიზაცია.
დაინტერესება მაჭახლის ხეობა ტურისტული მიმართულებით განვითარებაზე დაიწყო მას შემდეგ, რაც ჩვენ გადავედით თურქეთის ტერიტორუიაზე არსებულ მაჭახლის ხეობაში და ადგილზე ვნახეთ რა ვითარება ის ტურიზმის მხრივ, როგორ იყო მოსახლეობა დაინტერესებული ტურიზმის განვითარებისთვის, როგორ ვერ აუდიოდნენ გადაღმა მაჭახლელები ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტების მიღებას. სწორედ მას შემდეგ დავიწყეთ მაჭახლის ხეობაში ეროვნული პარკის შექმნის პროექტზე მუშაობა.
მხარაჭერა ხეობას ტურიზმის განვითარებისთვის მართლაც სჭირდება, თუნდაც საოჯახო სასტუმროების განვითარების, საპიკნიკე ადგილების მოწყობა და სხვა”- აღნიშნა როინ მალაყმაძემ.
თუმცა თუ ტურის მაჭახელას ხეობაში მოუნდება დასვენება, მას აქ რამდენიმე საოჯახო სასტუმრო მოემსახურება.
”ხეობაში რამდენიმე საოჯახო სასტუმროც არსებობს და ასე, რომ სტუმრისათვის მაჭახლელთა კარი ყოველთვის ღიაა”- აღნიშნავს ისტორიკოსი.