31 ივლისიდან საქართველოში საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას ყაზახეთის ავიაკომპანია “Aviasta” დაიწყებს. ასტანა-ბათუმი-აქტაუს მიმართულებით, კვირაში 2 სიხშირით მრავალჯერადი ჩარტერული რეისები მიმდინარე წლის სექტემბრის ჩათვლით შესრულდება. ავიაკომპანიამ შესაბამისი ნებართვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან“ უკვე მიიღო.
აღნიშნული რეისები მთლიანად ყაზახეთიდან ტურისტული ჯგუფების ტრანსპორტირებაზე იქნება ორიენტირებული.