საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები 78 ხმით, 18 -ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
ბიუჯეთის კორექტირებული ვარიანტი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, საპარლამენტო მდივანმა გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
ოპოზიცია მთავრობის მიერ შესწორებულ ვარინატს მხარს არ უჭერს და მიაჩნია, რომ ხარჯვითი და ადმინისტრაციული ხარჯები უფრო მეტად უნდა შემცირებულიყო.მათი შეფასებით კორექტირებული პროექტი არ არის ქვეყანაში შექმნილი რეალობის ადეკვატური. შენიშვნებს არ იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობა.