პარლამენტმა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა ხვალ, დღის ბოლომდე უნდა განიხილოს, - ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის პროექტი, რომელიც მთავრობამ პარლამენტში მას შემდეგ გადააგზავნა, რაც დეპუტატებმა კომიტეტეტბში განხილული დოკუმენტის ვარიანტი მიაწოდეს.
„ამ საკითხის განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად ხუთი დღე გვაქვს. ვეჭვობ, რომ მისი განხილვა დღეს შევძლოთ, თუმცა, ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ ვიმუშავებთ. ამ საკითხზე გადაწყვეტიილების მიღება უკიდურესად აუცილებელი ხვალ დღის ბოლომდე იქნება, სხვა შემთხვევაში, დამატებით სხდომის ჩატარებაზე ფიქრი მოგვიწევს“, - დასძინა უსუფაშვილმა.