Nokia სმარტფონების ბაზარს უბრუნდება . ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია, რომ Nokia ბაზარს უბრუნდება, რომელიც მან Microsoft-თან შერწყმის შედეგად დატოვა, სწორი აღმოჩნდა. Nokia ბაზარზე ბრუნდება და ახალი თაობის სმარტფონის გამოშვებაზეც მუშაობს. იმავდროულად კომპანია პარტნიორსაც ეძებს, რათა ახალი მოდელების წარმოება შეძლოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ Nokia შექმნის ტექნოლოგიასა და დიზაინს, ხოლო მის აწყობაზე უკვე სხვა კომპანია იმუშავებს.
საუბარია იმაზეც, რომ Nokia შესაძლოა
Lenovo-ს დაუმეგობრდეს.
შეგახსენებთ, რომ ფინურმა Nokia-მ საკუთარი ბიზნესი Microsoft-ს მიყიდა, რადგანაც კომპანია წაგებაზე მუშაობდა.