Batumi Tower-ი ფართოვდება. Batumi Tower-ს, რომელიც დეველოპერული კომპანია RED-Co-ს საკუთრებაშია და შენობაში მაღალი კლასის, LeMeridien ქსელის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო უნდა განთავსდება, 10 ათას კვ/მ ფართობი დაემატება. საუბარია Batumi Tower-ის გვერდით ახალი შენობის აგებაზე, რომელიც Tower-ს შეერწყმება. როგორც Batumi Tower-ის მფლობელ კომპანიაში განმარტავენ, შენობის იერსახე არ იცვლება, უბრალოდ შენობის გვერდით აიგება ახალი ნაგებობა, რასაც მაღალი სტანდარტის სასტუმროს კრიტერიუმები მოითხოვს. შენობის მაკეტი RED-Co-ს უკვე მზად აქვს და შესაბამისი ნებართვის მოპოვებისთანვე მშენებლობასაც დაიწყებს.
Red-Co-ს აღნიშნული პროექტი „Le Meridian”-ის სასტუმროსთან ერთად მოიცავს ისეთი ფუნქციის ობიექტების გახსნასაც როგორიცაა: კაზინო, სპა, ფიტნეს ცენტრი, აუზი, რესტორნები, ლაუნჯი და მაღალი კლასის აპარტამენტები. Red-Co აღნიშნული პროექტის დასრულებას გეგმავს 2017 წელს.
აღსანიშნავია, რომ სასტუმროს რეკონსტრუქციისათვის ინვესტორს მინიმუმ 15 მლნ დოლარის ინვესტიციის ვალდებულება აქვთ, თუმცა პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე RED-Co-ს მენეჯმენტი 100 მლნ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელებასაც არ გამორიცხავს. აღსანიშნავია, რომ Batumi Tower-ის მფლობელი ოფიციალურად შპს ”ბათუმი თაუერი”, რომელმაც შენობა 25 მლნ 4 ათას 626 დოლარად შეიძინა.
აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წლის ვადაში შენობაში 4 ვარსკვლავიანი მინიმუმ 100 ნომერზე გათვლილი სასტუმრო კომპლექსი და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა (მათ შორის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცე, გასართობი ობიექტები და სხვა) განათავსოს, რისთვისაც 15 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
თუმცა ვალდებულებების შესრულებამდე ქონების შემძენი უფლებამოსილია საპრივატიზებო ქონების ბაზაზე შექმნას მხოლოდ აპარტჰოტელი (სასტუმროს ნომრების, ბინისა ან სხვა სარგებლობაში გადაცემის მიზნით შექმნილი არასაცხოვრებელი ფართობის ერთობლიობა, რომლის ზედამხედვლობას/მართვას განახორციელებს ერთი პირი). ამასთან, ასეთი ქმედებით ხელი არ უნდა შეეშალოს განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას.
RED-Co (Real Estate Development Company) უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია დაარსდა 2012 წლის მაისში, კომპანია არის დინამიკურად მზარდი, რომლის საქმიანობაც მოიცავს უძრავი ქონების სფეროს.
ართველი და უცხოელი არქიტექტორებისა და დიზაინერების მიერ კარგად გათვლილი კონცეპტუალური გადაწყვეტილებები და ახლებური დიზაინი კომპანიას მომგებიან მდგომარეობაში აყენებს ქართულ ბაზარზე.
კომპანიის ბიზნეს პორტფოლიო მოიცავს სასტუმროს და რესტორანს ბათუმში, სამ აპარტ-ოტელს გუდაურში, აპარტოტელს ბაკურიანში და საცხოვრებელ სახლს თბილისში მზიურის პარკთან.
RED-Co-ს ძირითადი საქმიანობაა სასტუმროს ტიპის ნაგებობათა (აპარტოტელების) მშენებლობა და ხარისხის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი მომსახურებაა. სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთი მიმზიდველი თავისებურება ისიცაა, რომ კომპანია მესაკუთრეებს შესაძლებლობას აძლევს გააქირაონ შეძენილი ბინები და ამ გზით დამატებითი შემოსავალი მიიღონ. შესაბამისად, RED-Co არა მარტო სამშენებლო კომპანიაა, არამედ, ამავდროულად, თავისივე აგებული სასტუმროების ოპერატორიც.