ქართული ცის 89%-ს უცხოური ავიაკომპანიები აკონტროლებენ. 2015 წლის იანვარ-ივნისში რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, ბაზრის 89%-ი უცხოურ ავიაკომპანიებზე, ხოლო 11 %-ი კი ეროვნულ ავიაგადამზიდავებზე მოდის.
როგორც სტატისტიკური ინფორმაციდან ირკვევა, ქართულ ცაზე მგზავრების გადაყვანის მიხევით თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი ლიდერობს. ის ბაზრის 22 %-ს აკონსტროლებს. უცხოური ავიაკომპანიებიდან მგზავრთგადაყვანის მიხედვით ლიდერობს უკრაინული ავიაგადამზიდავი flyUIA, რომელიც ბაზრის 11 %-ის მფლობელია.
რაც შეეხება ქართულ Georgian Airways-ს ის, 2015 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, ბაზრის 9 %-იან წილს ფლობს.
რაც შეეხება სხვა კომპანიებს, საქართველოს ბაზრისთვის ყველაზე ”მსხვილი” ავიაგადამყვანების რეიტინგი ასეთია: Pegasus Airlines-ი - 7 %-ს, Atlasglobal-ი - 5 %-ს, S7 Airlines-ი - 5%-ს, flydubai – 5 %-ს, Lufthansa – 4%-ს, Aeroflot-ი - 4%-ს, Belavia – 4%-ს და სხვა