საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 4%-ით გაიზარდა. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, 2015 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს აეროპორტებმა რეგულარული და არარეგულარული რეისებით სულ 891 ათას 288 მგზავრი მიღეს, 2014 წლის იანვარ-ივნისში კი - 856 ათას 73 მგზავრი, შესაბამისად წელს მგზავრთნაკადი 4,11%-ითა გაზრდილი.
2013 წლის ექვს თვეში საქართველოს აეროპორტებმა სულ 746 ათას 151 მგზავრი მიღეს.
2015 წლის პირველ ნახევარში 2013 წლის პირველ ნახევართან შედარებით ქვეყნის აეროპორტებმა 19,45%-ით მეტი მგზავრი გაატარა.