ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი შემცირდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-ივნისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი რეგულარული და არარეგულარული რეისებით 62 ათას 987 მგზავრს მოემსახურა. ეს იმ ფონზე, როდესაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში აეროპორტმა 74 ათას 849 მგზავრი გაატარა. შესაბამისად 2015 წლის პირველ ნახევარში მგზავრთნაკადი 15,85%-ითაა შემცირებული.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2013 წლის იანვარ-ივნისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 76 ათას 972 მგზავრს მოემსახურა, შესაბამისად 2015 წლის ექვსი თვის მაჩვენებელი, 2013 წლის ექვსი თვის მაჩვენებელთან 18,17%-ითა შემცირებული.