თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადი 12,02%-ით გაეზარდა. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, 2015 წლის პირველ ნახევარში თბილისი საერთაშორისო აეროპორტის მომსახურებით 749 ათას 230 მგზავრმა ისარგებლა, რაც 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან 12 %-ითაა გაზრდილი.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2013 წლის იანვარ-ივნისში თბილისი საერთაშორისო აეროპორტმა 610 ათას 53 მგზავრი გაატარა, 2014 წლის ექვს თვეში კი 668 ათას 818 მგზავრი. შესაბამისად 2015 წლის ექვს თვეში, აეროპორტი 22,81%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა, ვიდრე 2013 წლის ექვს თვეში.