ბათუმში, ბონი-გოროდოკისა და თამარის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ოქტომბერში დაიწყება. როგორც ბათუმის მერიაში განმარტავენ, ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი დღეს ე.წ. ბარცხანის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა. შეხვედრაზე აღნიშნულ დასახლებაში კომუნალური ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების გრაფიკზე ისაუბრეს. ბონი-გოროდოკისა და თამარის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ოქტომბერში დაიწყება. პარალელურად განხორციელდება სანიაღვრე სისტემისა და გზის საფარის რეაბილიტაციაც.