ევროკავშირმა დაამტკიცა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 6 მილიონ ევროს ოდენობის ტრანშის გადარიცხვა. ეს თანხა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული იმ 45 მილიონ ევროიანი პროგრამის ნაწილია რომელიც საქართველოში ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცისა (DCFTA) და
მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ითვალისქინებს.
შემდგომი ტრანშების გადმორიცხვა დამოკიდებული იქნება სავაჭრო პოლიტიკის
რეფორმების გატარებასთან, მცირე და საშუალო ბიზნესის განცითარების სტრატეგიასთან დაკავშირებული
წინაპირობების დაკმაყოფილებაზე, და ასევე მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების, საჯარო ფინანსების მართვისა და ბიუჯეტის გამჭვირვალობის უწყვეტ დამაკმაყოფილებელ მაჩვენებლებზე.
სამწლიანი პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას DCFTA-ს განხორციელებაში. ევროკავშირის
მხარდაჭერის ძირითადი მიმართულებებია: (1) ვაჭრობისა და მცირე და საშუალო ბიზნესის სტრატეგიული
საფუძვლების შემდგომი განმტკიცება; (2) ვაჭრობისა და კერძო სექტორის მარეგულირებელი და ხელშემწყობი
ინსტიტუტების ფუნქციონირების გაუმჯობესება; (3) ეკონომიკური აქტორებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის. გაძლიერება და ამავდროულად მათი DCFTA-ს შესაბამის ახალ მარეგულირებელ გარემოზე მორგება; (4) დაბრუნებული მიგრანტების, ბიზნესით დაკავებული ქალების და ახალგაზრდა მეწარმეების ეკონომიკური ინტეგრაცია.