Apple მომავალს ოპტიმიზმის შეყურებს. უკვე ცნობილია, რომ კომპანიამ მომწოდებლებს 90 მლნ ახალი iPhone დაუკვეთა. ეს იმ ფონზე, როდესაც გასულ წელს „ჩაკბეჩილმა ვაშლმა“ 70-დან 80 მლნ ერთეული სმარტფონზე გააკეთა შეკვეთა.
როგორც The Wall Street Journal-ი ვარაუდობს, ახალი iPhone-იც ორი ზომის 4,7 და 5,5 დიუმიანი იქნება.
აღშანიშნავია, რომ 2014 წლის მარტიდან 2015 წლის მარტამდე პერიოდში Apple-მა 135,6 მლნ iPhone გაყიდა, რაც 43%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის გაყიდვებთან.
Apple ელოდება, რომ წელს კოლოსალური რაოდენობის სმარტფონს გაყიდის, მიუხედავადად იმისა რომ ახალ ტელეფონებს რაიმე განსაკუთრებული ფუნქციები არ შეემატება.