იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 4761 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 13 პროცენტით ნაკლებია. როგორც „საქსტატში“ განმარტავენ, საანგარიშო პერიოდში ექსპორტმა 1082 მლნ. აშშ დოლარი (24 პროცენტით ნაკლები) შეადგინა, ხოლო იმპორტი 3680 მლნ. აშშ დოლარის (9 პროცენტით ნაკლები) დონეზე დაფიქსირდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-ივნისში 2598 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 21 ივლისს.