სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტად ნინო ჩიქოვანი აირჩიეს.10 ივლისს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთო კრება ჩატარდა.
საერთო კრების მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 100-მდე დელეგატმა თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან. კრებაზე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტად ერთხმად იქნა არჩეული ნინო ჩიქოვანი. ნინო ჩიქოვანი მანამდე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა 1960 წელს დაარსდა. პალატა არის წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის კორპორაცია, რომელიც აერთიანებს საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებს და მათ გაერთიანებებს.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას მეწარმე სუბიექტების საქმიანობის მხარდაჭერით. უზრუნველყოს პალატაზე კანონით დელეგირებული მომსახურობების გაწევა და საქართველოს ბიზნეს სუბიექტების ინტერესების დაცვა.