,,ელიტ-ელექტრონიქსმა” ქალაქ ბათუმში სეზონი გრანდიოზული კარნავალით გახსნა, ოჩო ფეხები, მიმენი, ცეცხლოვანი წარმოდგენა, დრამერებმა და მოცეკვავე გოგონებმა ბათუმის ქუჩებში დიდი მხიარულება გამოიწვია. ფესტივალის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას 500 ლარიანი ვაუჩერები დაურიგდა, რომლის გამოყენებაც მომხმარებელს მისთვის სასურველ ტექნიკაზე შეუძლია. ამ აქციით ,,ელიტ-ელექტრონიქსმა” ბათუმში საზღვაო სეზონის გახსნა აღნიშნა. გარდა ამისა კომპანია მომხმარებელს დიდ ფასდაკლებებს, სხვადასხვა აქციებს და გათამაშებას სთავაზობს.
შაბათს დილით თუ ,,ელიტ-ელექტრონიქსის” ავტობუსის მუსიკა გაგაღვიძებთ, ესიგი იღბალი გეწვიათ. ყოველ შაბათს ელიტ ელექტრონიქსი ადგილობრივი მოსახლეობისთვის წამახალისებელ გათამაშებას მოაწყობს. გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ პირადობის მოწმობა უნდა წარადგინოთ და თქვენ შეგიძლიათ მოიგოთ როგორც წვრილი, ასევე მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, კონდიციონერი, ტელევიზორი და სხვა უამრავი საჩუქარი.
,,ელიტ-ელექტრონიქსის” ფასდაკლების აქციებით შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც ნაღდი ანგარიშსწორებისას, ასევე განვადებით შეძენის შემთხვევაშიც. ,,ელიტ ელქტრონიქსი” ქალაქ ბათუმში სამი მაღაზიითაა დღეისთვის წარმოდგენილი. ,,ელიტ-ელექტრონიქსის” მაღაზიათა ქსელში მომხმარებელს ტექნიკის მსოფლიო ბრენდების ყველაზე დიდი არჩევენს სთავაზობენ.