საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა აჭარის მთავრობის მეთაურთან არჩილ ხაბაძესთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან დავით ბალაძესთან.
შეხვედრაზე აჭარის რეგიონში მიმდინარე პროექტები განიხილეს და ბოლო ორი კვარტლის მონაცემები შეაჯამეს.
საუბარი შეეხო ტურისტული სეზონის საკითხებს და მასთან დაკავშირებულ სიახლეებს. აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა პრემიერ–მინისტრს საინვესტიცო პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთანურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშუკელი დაესწრო.