ბათუმის მერი ქალაქში გარე ტუალეტების პრობლემის მოგვარების პირობას დებს. როგორც გიორგი ერმაკოვმა განაცხადა, ბათუმში საპირფარეშოების დეფიციტია და მერია პრობლემას უახლოეს პერიოდში მოაგვარებს, განახლდება არსებული ინფრასტრუქტურა და ასევე დამონტაჟდება ახალი საპირფარეშოები.
”პრობლემა წლების განმავლობაში იდგა. ქალაქს საპირფარეშოები აკლია. ამიტომ საკრებულოს უახლოეს სხდომაზე საკითხს გავიტანთ. შესაბამისი ადგილები უკვე შერჩეული გაქვს, ეს იქნება ადაბტირებული საპირფარეშოები შშმ პირებისათვის. ასევე იქნება განახლებული და თანამედროვე ტიპის საპირფარეშოები, ისეთი როგორც ჩვენს ქალაქს ეკადრება”,- აღნიშნა გიორგი ერმაკოვმა.
აღსანიშნავია, რომ ბათუმში და ზოგადად ქვეყნის მასშტაბით საპირფარეშოების პრობლემა არსებობს. პრობლემა განსაკუთრებით ტურისტებისთვისაა, რადგანაც ტურისტულ ადგილებში საპირფარეშოები თუ კი არსებობს, მაგრამ ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები დაცული არ არის.