საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვახტანგ კაპანაძის ინფორმაციით,საქართველოში ნატოს საწვრთნელ ცენტრს მხოლოდ ერთი ლოკაცია არ ექნება და მისი შემადგენლობაში შევა როგორც კრწანისის ეროვნული ცენტრი, ასევე ვაზიანის ტაქტიკური ველი და სასროლეთი.
,,ეს არ იქნება მხოლოდ ერთი ლოკაცია, ერთი შენობა. ეს იქნება სასწავლო ცენტრი, რომელიც შეიცავს რამდენიმე სიმულაციურ და სასწავლო-ტაქტიკურ რაიონებს, რომლებშიც მოხვდება როგორც კრწანისის ეროვნული ცენტრი, ასევე ვაზიანის ტაქტიკური ველი და სასროლეთი", - განაცხადა ჟურნალისტებთან ვახტანგ კაპანაძემ.
მისივე თქმით, ნატოს საწვრთნელი ცენტრი, სავარაუდოდ, საქართველოში ალიანსის გენერალური მდივნის ვიზიტის ფარგლებში გაიხსნება.