2015 წლის ბიუჯეტი 160 მილიონი ლარით შემცირდება.
ამის შესახებ კორექტირებული ბიუჯეტის პროექტიდან გახდა ცნობილი. აქამდე მთავრობის მხრიდან კეთდებოდა განცხადებები, რომ ბიუჯეტი 140 მილიონით შემცირდებოდა.
ეროვნული ბანკი ბიუჯეტის კიდევ უფრო შემცირებას ითხოვს.
ეროვნული ბანკის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბიუჯეტში არ არის გათვალისიწინებული ლარის გაუფასურების პოტენციური რისკებისათვის საჭირო ღონისძიებები.
ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები სახელმწიფო აუდიტის სამსახურსაც აქვს.
კორექტირებულ ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს ოპოზიციაც.