გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა. მისვე თქმით, ლარის დევალვაციამ ენერგეტიკის დარგს ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენა.
„ტარიფებზე, როგორც ვიცი მუშაობს მარეგულიერებელი კომისია და უახლოეს მომავალში დათვლილი იქნება, ცნობილი იქნება როგორც ჩვენთვის, ასევე საზოგადოებისთვის. თუმცა, მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ლარის დევალვაციამ ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენა ენერგეტიკის დარგს და შესაბამისად, ის კომპანიები, თბოელექტროსადგურები, ასევე ძალიან დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ, რადგან პორტირებული ელექტროენერგიის წილი ძალიან დიდია. ასევე, ძალიან დიდია წილი გაზისა, რომელიც მუშავდება თბოელექტროსადგურებში და ვიღებთ ელექტროენერგიას“, - განაცხადა კალაძემ.