პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გაცხადებით, პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში”''მიზანია, ეტაპობრივად მოხდეს იმპორტირებული საქონლის ცანაცვლება. _ამის შესახებ პრემიერმა შემაჯამებელ კონფერენციზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, ,,აწარმოე საქართველოში”'' ფარგლებში უკვე 130-ზე მეტი საწარმოა დაფინანსებული, ხოლო 600-ზე მეტი საწარმოა გადაიარაღებული.
,,130-ზე მეტი საწარმოა დღეისთვის დაფინანსებული და 600-ზე მეტი საწარმოა გადაიარაღებული. ჯამში ჩვენ 900 მილიონი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ ბოლო ორი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის სექტორში. ამას გარდა ჩვენ ძალიან წარმატებით დავიწყეთ თანამშრომლობა საბანკო სექტორთან და ზოგადად ბიზნესთან”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.