საგადახდო სისტემა MasterCard-ი ახალ ფუნქციას ტესტავს, რომელიც, ონლაინ გადახდების დროს ბარათის მფლობელის სელფის საშუალებით ავტორიზაციას ახდენს და PIN-კოდის საჭიროება აღარ დგას.
პროექტში მონაწილეებს ინტერნეტის პროდუქცის შეძენისას, ტრანზაქცის განხორციელება მხოლოდ სელფის გადაგზავნით შეეძლებათ. MasterCard-ი მიღებულ ინფორმაციას, ანუ სახის ფოტოსურათის ანალიზს ახდენს და ამის შემდეგ იძლევა თანხმობას ტრანზაქციაზე.
MasterCard-ის სატესტო პროგრამაში 500 ადამიანი მონაწილეობს და ყველა მონაწილისათვის კომპანია SecureCode-ს სისტემას იყენებს.