iPhone 6S-სა iPhone 6S Plus-ის რეალიზაცია 18 სექტემბრიდან დაიწყება. როგორც ინტერნეტ რესურსი M.I.C. Gadget-ი Foxconn-ზე დაყრდნობით წერს, რომლიც თავის მხრივ iPhone-ს აწყობაში დიდ მონაწილეობას იღებს, ახალი სმარტფონების რეალიზაცია Apple-ს პირველადი ბაზრის ქვეყნების ბაზრებზე 18 სექტემბრიდან დაიწყება. თუმცა მანამდე iPhone 6S-სა iPhone 6S Plus-ის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება და ის სავარაუდოდ 11 სექტემბერს შედგება. თუმცა ზოგიერთი ანალიტიკოსი ფსონს 8 სექტემბერზე ჩამოდის და აცხადებს, რომ ”ჩაკბეჩილი ვაშლის” ახალი პროდუქტის პრეზენტაცია 8 სექტემბერს გაიმართება.
თუმცა რით იქნება განსხვავებული iPhone 6S-ი წინამორბედებისგან და რა ეღირება, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.