საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსაქართველოში საჯარო და კერძო თანამშრომლობის (PPP) მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავების მიზნით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობს. სამინისტრომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსშესაბამისი სამართლებრივი ბაზის განვითარებისთვის ტექნიკური დახმარების გამოყოფის თაობაზეუკვე მიმართა.
ამ საკითხზე სამინისტროსა და ბანკის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება, რის საფუძველზეც, ტექნიკური დახმარების განხორციელების მიზნით, ბანკმა კონსულტანტის შესარჩევად ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევა გამოაცხადა. შესაბამისი წინადადებების მიღების ვადად 2015 წლის 13 ივლისია განსაზღვრული. დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციაშეუძლიათ მიიღონ ბმულზე - http://www.ebrd.com/work-with-us/procurement/pn-47859.html
პროექტის ხანგრძლივობაა 10 თვე. მის ფარგლებშიშემუშავდებასაჯარო და კერძო თანამშრომლობის პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტი, საჯარო და კერძო თანამშრომლობის თაობაზე კანონპროექტი და სხვა შესაბამისი რეკომენდაციები.