2015 წლის ივნისში 2014 წლის ივნისთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 4,5 პროცენტი შეადგინა. ”საქსტატის” ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა 5,7 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,66 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღსანიშნავია ფასების მატება ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (35,0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (9,8 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (7,9 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (5,4 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 7,4 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,72 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (15,9 პროცენტი), ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებასა (5,3 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (3,7 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11,4-პროცენტიანი ზრდა, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,60 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (13,8 პროცენტი), ასევე თამბაქოს ნაწარმზე (8,7 პროცენტი);